Skip to content

ლიბრარიუმის თამაშები

ამ გვერდზე დავწერთ ჩვენს კონკურსებზე, რომლებსაც გამოვაცხადებთ ბლოგსა და ლიბრარიუმის ფბ გვერდზე.

1. ლიბრარიუმის რეცენზიების კონკურსი

ვიფიქრეთ, რომ კონკურსით დაწყება კარგი იქნებოდა.
დავიწყეთ კიდეც ლიბარიუმის რეცენზიების კონკურსით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წიგნის ნებისმიერ მოყვარულს.
საჭიროა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საიტიდან აირჩიოთ ნებისმიერი წიგნი დაწეროთ მასზე რეცენცია და ჩვენს მაილზე გამოგზავნოთ (librariumi934@gmail.com)
რეცენზიის გამოგზავნა შეგიძლიათ 31 მაისამდე.
გვეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კატალოგიდან საკუთარი გემოვნებით არჩეულ წიგნებს გადავცემთ (წიგნების ღირებულება ერთად უნდა შეადგენდეს 30 ლარს)
სურვილის შემთხვევაში, საუკეთესო რეცენზიებს, ავტორის მითითებით, გამოვაქვეყნებთ ჩვენს ბლოგზე.

საინტერესო რეცენზიების იმედი გვაქვს.❤

კითხვები შეგილიათ დატოვოთ კომენტარებში ან ლიბრარიუმის ფეისბუქის გვერდზე.

გამარჯვებული რეცენზია “შიმშილის თამაშებზე”

 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართულ ენაზე გამოსცა სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშების” ტრილოგიის პირველი წიგნი. ორიგინალში წიგნი 2008 წელს გამოვიდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. იგი ითარგმნა 26 ენაზე, დასახელდა წლის საუკეთესო წიგნად Publishers Weekly-ის მიერ, მიიღო “2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის” ჯილდო The New York Times-გან, შევიდა School Library Journal-ის 2008 წლის საუკეთესო წიგნების სიაში და ა.შ. გააგრძელე კითხვა…

2. ლიბრარიუმის თამაშები ფბ გვერდზე. 

კითხვები, რომლებიც დაისვა ვიქტორინის დროს:

1. რომელი მწერლის წერილებს გაუგზავნიან მეგობრები ანტუანს? მარტენ პაჟი– როგორ გავხდი იდიოტი  (გუსტავ ფლობერი)

2. რომელი ცნობილი თამაშის გამოგონების ისტორიაა აღწერილი ტოლკინის “ჰობიტში”? (გოლფი)

3. რას ნიშნავს სახელი ქეთნისი? სიუზენ კოლინზი – შიმშილის თამაშები (ყვავილის სახელია – ისარა)

4. რომელი ორი ნივთი წაიღო გია ტაბიძემ სამშობლოდან? დათო ტურაშვილი – ჯინსების თაობა (ქართული ბიბლია, გლობუსი)

5.  “მშობლიური” ორიგინალის სახელწოდება წიგნისა  “გოგონა დრაკონის ტატუთი”  (ქალთმოულე კაცები)

6. ვის მოჰქონდა წერილები ფილოსოფოსის ნაცვლად საიდუმლო საცავში? იუსტაინ გორდერი – სოფის სამყარო (ძაღლი ჰერმესი)

7. რა ერქვა ადგილს სადაც მამა პონსმა ჟოზეფი შეიფარა? ერიკ–ემანუელ შმიტი – ნოეს შვილი  (ყვითელი ვილა)

8. ანა კორძაია–სამადაშვილის ფსევდონიმი, რომლითაც ის პირველად მკითხველმა გაიცნო. (სოფიო კირვალიძე)

9. როსტომის ნება რომ ყოფილიყო, რომელი დღით დაიწყებდა კვირას? ლაშა ბუღაძე – ნავიგატორი (სამშაბათი)

10. ზუსტი თარიღი (წელი, თვე და რიცხვი) , როცა ვოლდემორმა ლილი და ჯეიმს პოტერები დახოცა. ‎ჯ.კ. როულინგი – ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (31 ოქტომბერი, 1981 წელი)

გამარჯვებულს ლიბრარიუმისგან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ძალიან საინტერესო წიგნი “იმპრესიონიზმი” გადაეცემა.

ვიქტორინა ჩატარდება მომავალ ხუთშაბათსაც ლიბრარიუმის ფეისბუქის გვერდზე. 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: