Skip to content

პიტა მელარკი

June 18, 2012

საფოსტო სისტემა პოსტაპოკალიფსურ სამყაროში არც ისე გამართულად მუშაობს, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ამ წერილს მიიღებ.

მე პიტა მელარკი ვარ. შეიძლება გსმენია კიდეც ჩემ შესახებ ფენტეზის მოყვარულთაგან. ალბათ 74–ე „შიმშილის თამაშების“ მონაწილის სტატუსით მიცნობ. ვფიქრობ, ჩემზე სხვა საინტერესო რაღაცების გაგებაც შეიძლება. სწორედ ამიტომ გწერ ამ წერილს.

ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ცხოვრება მაქვს. პანემში ასეთი რამ არავისთვის არსებობს. კაპიტოლიუმის ან რომელიმე მდიდარი რაიონის მკვიდრთ თუ არ ჩავთვლით. პანემი სულ 12 რაიონისგან შედგება. მათგან მე–12, ყველაზე ღარიბი, ჩემი საცხოვრებელია.

ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, თითქოს ჩემი ცხოვრება არაფერ პოზიტიურს არ მოიცავს. შეიძლება გსმენია კიდეც ქეთნის ევერდინის შესახებ. მე მასთან ერთად წავედი კაპიტოლიუმში „შიმშილის თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ჩვენი უცნაური ნაცნობობა ბევრად ადრე დაიწყო. შეიძლება ქეთნისს არც კი ახსოვს ეს ამბავი. მაშინ სულ პატარები ვიყავით, მასწავლებელმა კლასში იკითხა, ვინმემ „ხეობის სიმღერა“ თუ იცისო, ქეთნისის გარდა არავინ იცოდა. მასწავლებელმა სკამზე დააყენა და ისე ამღერა. მახსოვს, ფანჯრიდან დანახული გარინდული ჩიტები ხეზე. შემდეგი თერთმეტი წელი გამბედაობას ვეძებდი გამოსალაპარაკებლად, მაგრამ ვერ ვიპოვე.

ქეთნისი ყველაზე ძლიერი გოგონაა, ვისაც კი ვიცნობ. არადა, უთქვამს, პიტას დახმარებით სიკვდილს არაერთხელ დავუძვერი ხელიდანო. რეალურად ყოველ ჯერზე საკუთარი გამბედაობა ეხმარებოდა.

ბედის ირონიაა, რომ სწორედ კონკურენტობამ დაგვაახლოვა. ჩვენ ორივე 74–ე „შიმშილის თამაშების“ შეწირულები ვართ მე–12 რაიონიდან. ამ სპორტულ შეჯიბრებად გასაღებულ სასაკლაოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს. ეს გამარჯვებული შეიძლება მე ვიყო, შეიძლება ქეთნისი ან რომელიმე სხვა რაიონელი შეწირული. მხოლოდ ერთი 24 მონაწილედან.

ეს იმას ნიშნავს, რომ გოგონა, რომლის სიმღერაც ჩემი საუკეთესო მოგონებაა ბავშვობის დროიდან, შესაძლოა ჩემი მკვლელი გახდეს, ან პირიქით. მაგრამ მეორე ვარიანტი არა მგონია შევძლო.

ქეთნისისა და ჩემ გარდა თამაშში კიდევ 22 შეწირულია. იმედი მაქვს ჩემი მოკვლა მას არ მოუწევს. ან, თუ მოუწევს, იმედია, ცოტა გაუჭირდება მაინც.

ყველაფრის მოყოლას, ვფიქრობ, აზრი არ აქვს. სხვა ისტორიებს „შიმშილის თამაშებში“ წაიკითხავთ.

პიტა მელარკი სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშებიდან“.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: