Skip to content

პრიმროუზ ევერდინი

June 18, 2012

ყველა სავარაუდო პრობლემის მიუხედავად, იმედი მაინც მაქვს, რომ ეს წერილი შენამდე მოაღწევს.

პოსტაპოკალიფსური სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ–სახელმწიფოს, პანემს, კაპიტოლიუმი მართავს და თავისი სრული ძალაუფლების შესახსენებლად ყოველწლიურ „შიმშილის თამაშებს“ აწყობს, რომელშიც თითო რაიონიდან 2–2 თინეიჯერი მონაწილეობს.

მე პრიმროუზ ევერდინი ვარ, მეთორმეტე რაიონში ვცხოვრობ და შესაბამისად სითბო და საკვები ჩემი ოჯახის ყოველდღიური საფიქრალია. მამა ცოტა ხნის წინ გარდაგვეცვალა და ახლა გამუდმებით მიწევს იმის ატანა , რომ ჩემი უფროსი და, ქეთნისი, საკუთარი სიცოცხლის ფასად ნადირობს და ტყეში საკვებად ვარგის მცენარეებს აგროვებს.

ქეთნისი, ყველაზე მამაცი ადამიანია. მამის დანატოვარი მშვილდით, საოცარი სიზუსტით ნადირობს და ნანადირევს ბაზარში სხვადასხვა საქონელში ცვლის. ქეთნისს ყველა პატივს სცემს, შეიძლება ამის მიზეზი მისი შეკრული წარბები და სიდინჯეა. მის გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ დღეს არა…

დღეს მკის დღეა, ანუ ის დღე როცა შემთხვევითობის პრინციპით არჩეული „შიმშილის თამაშების“ მონაწილეები საჯაროდ უნდა დაასახელონ. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ეფი თრინკეტი, მდიდარი კაპიტოლიუმელების მსგავსად თმა ვარდისფრად რომ შეუღებავს, აკვარიუმიდან ჩემს სახელს ამოიღებს…

ღმერთმა უწყის რა მოხდება, და კიდევ კარგმა მკითხველმა.

პრიმროუზ ევერდინი „შიმშილის თამაშებიდან“.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: