Skip to content

ზარმაცი სპილო დეიზი

June 18, 2012

გამარჯობა, პატარა მკითხველო.

მე ძალიან ზარმაცი სპილო დეიზი ვარ.

შენ პირდაპირ ერთი წიგნიდან გესტუმრე. თავდაყირა ისტორიები თუ მოგისმენია?! დავიჯერო, არა?! მე თუ მკითხავ, არ შეიძლება მათი გამოტოვება. თანაც, მეც სწორედ მაგ ისტორიებიდან მოვდივარ.

ნუთუ არ გაინტერესებს, როგორ გადააჩვია მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა ძაღლი ბული კატების დევნას?! თანაც, სხვათა შორის, ამ საქმეში მისტერ კატანიანგი დაიხმარა. დიდი უცნაური არსებაა, სიმართლე რომ გითხრა.

არც მუდამ მუცელატკიებული ძროხა ანაბელის ისტორია გაინტერესებს?! არც ის გინდა იცოდე, ერთხელ უზარმაზარი გემი რომ გადაარჩინა და ვერცხლის მედალიც დაიმსახურა კაპიტნისაგან?!

დავიჯერო, ვეფხვის ბოკვერი ბერტის ამბებიც არ გინდა გაიგო?! აბაზანა რომ ძალიან უყვარდა და ყველა მუდამ უჯავრდებოდა ამის გამო.

ზღვის ვარსკლავების გაჩენისა და შვიდი სპილოს ისტორიაზე რას იტყვი?!
არც ის გინდა იცოდე, რატომ ბნელა ყოველთვის კიბეებს ქვეშ საკუჭნაოში?!
ეს ხომ ყველა ჭკვიან ბავშვს აინტერესებს.

ამ სახალისო ამბებს, სხვა კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებთან ერთად, დონალდ ბისეტის მოთხრობებში იპოვი. წაიკითხე „ყველაფერი ყირამალა“, იმოგზაურე ძია ტიკ–ტაკთან, ჩემთან და სხვა პერსონაჟებთან ერთად ყირამალა ისტორიებში.

მომავალ შეხვედრამდე, პატარა მკითხველო.

სიყვარულით ძალიან ზარმაცი სპილო დეიზი.

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: