Skip to content

ბილბო აბგელი

June 18, 2012
ბილბო აბგელი და გენდალფი

ბილბო აბგელი და გენდალფი

გამარჯობა, თავგადასავლების მაძიებელო.

მე ბიბლო აბგელი ვარ, ჰობიტი, რომელიც თავის მყუდრო სოროში ლამაზად და მდიდრულად ცხოვრობს, ყოველ საღამოს მშვიდად ატარებს ბუხრის წინ ჩაისთან და ყალიონთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლებს მიჩვეული არ ვარ, ეს წიგნი სწორედ ასეთი ამბებითაა სავსე. შენ ჩემთან ერთად შეხვდები ჯუჯებს, გობლინებს, ელფებსა და სხვა ჯადოსნურ არსებებს. მოუსმენ სილამაზით განთქმულ ელფების სიმღერას, უამრავ ლეგენდას, გამოცანასა და არაკებს მამაც მეომრებზე. წინ ჩემი ძველი მეგობარი, ჯადოქარი გენდალფი გაგვიძღვება.

გაოცდები, როცა გაიგებ, რომ ცნობილი ბეჭდების მბრძანებლის ამბავი ჩემი ისტორიიდან იწყება, და სწორედ მე ვიქნები ის, ვინც ჯადოსნური სამყაროს კარს გაგიღებს. კარს, რომლის მიღმაც უამრავი თავშესაქცევი ამბავი გელოდება. 

ჰობიტი, ანუ აქეთ და იქეთ, საოცარი მოგზაურობის შემდეგ დავწერე, რათა ყველას, მათ შორის ადამიანებსაც გაეგოთ, რომ რაც არ უნდა პატარა და უსუსური იყო, დიადი საქმეების ჩადენა ყოველთვის შეგიძლია.

მგონი ძალიან გამიგრძელდა. დანარჩენი თავად წაიკითხე, საინტერესო მოგზაურობას გისურვებ.

წერილს თან დავურთავ რუკას, რომელიც ჩემთან ერთად გასავლელი გზის გაკვლევაში დაგეხმარება.

ველი პასუხს.

შენი ერთგული ბილბო აბგელი ჯ.რ.რ. ტოლკინის “ჰობიტიდან”.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: