Skip to content

ანტუანი

June 18, 2012

ალბათ წერილს პერსონაჟისგან პირველად იღებთ. კარგია. ეს ფაქტი საკმარის გაოცებას გამოიწვევს თქვენში. მე კი რამე ორიგინალურ შესავალზე ფიქრი არ დამჭირდება. ამ ბოლო დროს ფიქრს ისედაც ვერიდები, რა დასამალია. აქამდე რა პრობლემებიც შემიქმნა, ისიც საკმარისია. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

ჯერ საკუთარ თავს გაგაცნობთ. მე ერთი უიღბლო ჭკუისკოლოფი ვარ, ანტუანი მქვია, ვცხოვრობ პარიზში და შეიძლება ითქვას, სრულიად არაპარიზული ამბები მახვევია გარს. რამდენიმე არც თუ ისე უხეირო მეგობარი მყავს. ხანდახან ისლანდიურ ბარში ვიკრიბებით ხოლმე და ათასი რამით გაგვყავს დრო. ამ ბარში ფრანგულ საუბარს ძალიან იშვიათად მოჰკრავთ ყურს. ძირითადად ისლანდიურად ლაპარაკობენ, მე კი არაფერი მესმის. ამიტომაც აქ ყოფნა ცოტა მამშვიდებს კიდეც, ერთადერთი ადგილია, სადაც ლოგიკური მიზეზის გამო ვერ ვუგებ გარშემომყოფებს.

დიდი ხანია ერთი პრობლემა მაწუხებს. ამ პრობლემას ევოლუციის შეცდომასაც ვუწოდებ ხოლმე, ისე კი ინტელექტი ჰქვია. ვერაფრით დავაჯერე ჩემი მეგობრები, რომ ზედმეტი ჭკუა და ფიქრი, დავადებაა, რომელიც ბავშვობიდან მჭირს და ნერვების მომშლელად გამორჩეულად მაქცევს. მე კი მინდა ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო: ვიარო მაკდონალდსში, კაპიტალისტური რიტუალის დაცვით შევუკვეთო კოლა და „ფრი“, ვიოცნებო ბოლო მოდელის ავტომობილზე და შევწყვიტო არაფრის მომცემი ფიქრი იმაზე, თუ რა ამოძრავებს მთელ ამ ქაოსურ სამყაროს.

მოკლედ, იდიოტი მინდა გავხდე.

გალოთებისა და თვითმკვლელობის მცდელობამ არ გაამართლა. ამიტომაც გადავწყვიტე აბები მივიღო, ეგრეთ წოდებული ანტიდეპრესანტები. ეს აბები იდიოტად მაქცევს. იდიოტიზმი კი უბედურებისაგან ჩემს განკურნებას შეძლებს.

სწორედ ამ ექსპერიმენტის დამკვირვებლად გიწვევთ მარტენ პაჟის წიგნში „როგორ გავხდი იდიოტი“. სხვა თუ არაფერი, იქნებ ჩემი ამბები ზედმეტი პრობლემებისაგან თავის დაძვრენაში მაინც დაგეხმაროთ.

სიყვარულით, ანტუანი  
მარტენ პაჟის რომანიდან „როგორ გავხდი იდიოტი“.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: