Skip to content

როგორ გაჩნდა ზღვის ვარსკვლავი

June 12, 2012

იყო შვიდი სპილო.

ყველაზე დიდი სპილო, დიდზე ცოტა პატარა სპილო, კიდევ უფრო პატარა სპილო, შუათანა სპილო, შუათანას მომდევნო სპილო, პატარა სპილო და ბოლოს, ყველაზე პატარა სპილო.

ერთხელ ეს სპილოები ზედ ზღვის ნაპირად, გორაკის მწვერვალზე იდგნენ და ვარსკვლავებს შეჰყურებდნენ.

ბნელი ღამე იყო, ვარსკვლავები უჩვეულო ძალით ბრწყინავდნენ. მათ ბრწყინვას თევზების ყურადღებაც მიეპყრო, გაშტერებულები შეჰყურებდნენ წყლიდან ოდნავ ცხვირამოყოფილები, და როგორც კი მოწყვეტილ ვარსკვლავს დაინახავდნენ, ფსკერისკენ ეშვებოდნენ, იქნება ვიპოვოთო.

– მოდი, ერთი მოწყვეტილი ვარსკვლავი დავიჭიროთ, – თქვა ყველაზე დიდმა სპილომ.

– მოდი! – დაეთანხმნენ სხვები.

ყველაზე დიდმა სპილომ თავისზე ცოტა პატარა სპილო აიყვანა ხორთუმით, ამ ცოტა პატარამ – თავისზე პატარა, ამ პატარამ – შუათანა, შუათანამ – თავისზე პატარა, ამ პატარამ – თავისზე პატარა, ამ პატარამ – ყველაზე პატარა; მერე ყველაზე დიდმა სპილომ ყველანი ერთად შეისროლა მაღლა და ისინიც გაფრინდნენ მოწყვეტილი ვარსკვლავისკენ. მიფრინავენ, მიფრინავენ და ახლა ყველაზე დიდ სპილოზე ცოტა პატარა სპილომ შეისროლა ყველანი მაღლა, მერე იმ სპილოზე პატარა სპილომ შეისროლა დანარჩენები მაღლა; აი, მიუახლოვდნენ კიდეც მოწყვეტილ ვარსკვლავებს; დარჩნენ პატარა სპილო და სულ პატარა სპილო; უკანასკნელად პატარა სპილომ აისროლა სულ პატარა სპილო, წავიდა ის და დაიჭირა მოწყვეტილი ვარსკვლავი. მობრუნდა, გადასცა თავისზე დიდ სპილოს, იმან – თავისზე დიდ სპილოს, ამან – შუათანა სპილოს, შუათანამ – თავისზე დიდს, იმან – თავისზე დიდს, იმან კიდევ – ყველაზე დიდ სპილოს. ყველაზე დიდმა სპილომ კი ვარსკვლავი თევზს გადასცა. თევზმა ვარსკვლავი გადაყლაპა და ზღვის ვარსკვლავად იქცა.

ეს ამბავი, სხვა კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებთან ერთად დონალდ ბისეტის წიგნშია თავმოყრილი. წაიკითხეთ “ყველაფერი ყირამალა” და სხვა ძალიან სახალისო წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიიდან “მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ბავშვებისათვის”.

6 Comments leave one →
  1. June 12, 2012 8:52 pm

    თათ გგულშემატკივრობთ სულით, გულით<3

  2. June 13, 2012 1:16 am

    შვილი რომ მკითხავს, ასე მოვუყვები :დ

    • June 13, 2012 1:56 am

      თუ იმასაც გკითხავს, საკუჭნაოში, კიბეებს ქვეშ ჩრდილი რატომ არისო, უთხარი, შვილო, ყველაფერს მე ხომ ვერ მოგიყვები, თან დღეს დავიღალე, წადი და დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” წაიკითხეთქო.🙂

      • June 13, 2012 2:36 am

        არა ჯერ პატარაა ვერ კითხულობს :დ🙂

  3. June 13, 2012 10:42 am

    momecona. carmatebebi :*
    ise .. mec shemomiaret http://potineee.wordpress.com/🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: