Skip to content

ფლეშმობი “იკითხე ყველგან”

June 11, 2012

იკითხე ყველგან

“ქუჩის ლიტერატურულ კლუბზე” თუ გსმენიათ რამე?!  თუ პასუხი არის კი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქნებიან ისეთების, რომელთაც ჯერ არ გაუგიათ, ამიტომ ჯობს ცოტა შორიდან მოვყვე, მათაც რომ იცოდნენ ამის შემდეგ.

ჩვენი გუნდი თსუ–ში ლიტერატურული კლუბის შექმნას გეგმავდა. ეს, ერთ მარტივ წინადადებაში ჩამოყალიბებული მოქმედება, რეალობაში რთული განსახორციელებელი გამოდგა. ამიტომ ერთხელაც გადავწყვიტეთ ვაკის პარკში შევკრებილიყავით და იქ წაგვეკითხა/გაგვერჩია წიგნი.

ასეც მოვიქეცით, მაგრამ ეგ წინა კვირაში იყო და მაგაზე საუბარი ძალიან უკან დაგვაბრუნებს.

ვისაუბრებ მეორე შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის მეტროში მოვაწყვეთ. შეკრება რა, უფრო პერფორმანსი იყო. წავიკითხეთ ვეფხისტყაოსნის მკითხველისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი, ავთანდილის წერილი, უფრო სწორად “ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა”. ეს მცირე ფლეშმობი, დარწმუნებული ვარ, გაცილებით ეფექტური იქნებოდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის ერთ–ერთი მთავარი ღირსების დავით მაჭავარიანის ილუსტრაციების ჩვენება რომ შეგვძლებოდა მსმენელთათვის, მაგრამ მიზეზთა გამო, ამას ვერ მოვახერხებდით.

შემოვიფარგლეთ ტექსტის წაკითხვით და იმისათვის, რომ მსმენელი მიმხვდარიყო  ვინ ვიყავით და რა გვინდოდა მათგან, პერფორმანსის ბოლოს “მკითხველის სავიზიტო ბარათები დავურიგეთ” გამომცემლობისა და ჩვენი გუნდის ლოგოებით. სავიზიტო ბარათი ასე გამოიყურებოდა:

მკითხველის სავიზიტო ბარათის ორივე მხარე

ფლეშმობის დარჩენილი სურათები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე “იკითხე ყველგან”.

ჩვენი ფლეშმობის ბოლო ნაწილის ამსახველი მსოფლიოში ყველაზე სამოყვარულო ვიდეო:

One Comment leave one →
  1. June 12, 2012 9:36 am

    ყოჩაღ ბავშვებო! :)) მომწონხართ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: