Skip to content

მეგზური “სოფის სამყაროში”

June 3, 2012
სოფი და სოფის სამყარო

სოფი და სოფის სამყარო

“სოფის სამყარო” ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფოტოსესიისთვის ლიბრარიუმელები წიგნებს რომ ვარჩევდით, მაშინ. თავიდან სათაურმა დამაინტრიგა, შემდეგ მეორე გვერდზე გაკეთებულმა წარწერამ– რომანი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. გადავწყვიტე, აუცილებლად წამეკითხა.

იმედები არც გამცრუებია. მთავარი პერსონაჟის, სოფის და მისი მასწავლებელი ფილოსოფოსის –ალბერტო კნოქსის სამყაროში შებიჯებისთანავე მივხვდი, რომ წინ დიდი თავგადასავალი მელოდა. როდესაც წიგნის ბოლო ფურცელიც გადავშალე უამრავი კითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, ღრუბელივით მოგროვილიყო ჩემს გარშემო.

წიგნი მარტივი, გასაგები ენითაა დაწერილი და სიუჟეტი თანმიმდევრულად ვითარდება. მე თუ მკითხავთ, იუსტაინ გორდერის ეს წიგნი მე-9 ან მე-10 კლასების ფილოსოფიის სახელმძღვანელოს იდეალური ვარიანტია.  ადამიანის აზროვნების  განვითარების ისტორიას დემოკრიტედან მოყოლებული დეკარტით, კანტით, ჰეგელით, ფროიდით და სხვა მრავალი ფილოსოფოსის ნაფიქრალისა და ნააზრევის გაცნობით მივყვებით.

ყველაფერი ასე იწყება: 14 წლის სოფი ამუნდსენი ერთ მშვენიერ დღეს ორ უცნაურ ანონიმურ წერილს მიიღებს. წერილებში ერთი შეხედვით მარტივი კითხვები წერია – “ვინ ხარ შენ?”, “როგორ შეიქმნა სამყარო?”. მიიღებს ღია ბარათსაც, რომელიც ვინმე ჰილდე მოლერ კნაგის სახელზეა გამოგზავნილი. ამ დღიდან მოყოლებული სოფის ცხოვრება მთლიანად იცვლება, გოგონა ყოველ დღე ახალ წერილს იღებს და ეცნობა ფილოსოფიის გრძელ ისტორიას. მკითხველიც სოფისთან ერთად უამრავი საინტერესო თავგადასავლისა და თავსატეხის მოზიარე ხდება.

აი, მაგალითად:

მრავალი ადამიანი ისევე უნდობლად უყურებს სამყაროს, როგორც ცილინდრიდან კურდღლის ამომყვან ილუზიონისტს, ერთი წამის წინ ცარიელი ცილინდრი რომ დაგვანახა. რასაკვირველია, ვიცით, რომ ილუზიონისტმა გაგვაცურა. ჩვენ მხოლოდ იმის გაგება გვსურს, თუ როგორ მოახერხა ეს. მაგრამ როდესაც მთელ სამყაროს ეხება საქმე, ჩვენ ვიცით, რომ ის მარჯვე ჟონგლირებისა და მოტყუების შედეგი არ არის, რადგან ჩვენ მასში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ. ჩვენ ის თეთრი კურდღელი ვართ, ცილინდრიდან რომ ამოჰყავთ. ერთადერთი სხვაობა ჩვენსა და კურდღელს შორის ის გახლავთ, რომ მას არ ესმის რას უშვრებიან. ჩვენ კი ვგრძნობთ, რომ რაღაც იდუმალის ნაწილი ვართ, და გვსურს გავიგოთ, რა არის ეს საიდუმლო. შედარებისთვის წარმოვიდგინოთ, რომ კურდღელი სამყაროა, ჩვენ კურდღლის ბეწვში მცხოვრები პაწაწკინტელა არსებები ვართ, მაშინ ფილოსოფოსი ის არსება იქნება, რომელიც ბეწვზე აცოცებას ცდილობს, რომ ილუზიონისტს თვალებში ჩახედოს.

ალბერტოს დახმარებით სოფი უამრავ რთულ და მნიშვნელოვან თემას გაივლის და დაფიქრდება უმარავ საინტერესო საკითხზე: ანტიკური ფილოსოფიის “მამების” უკვდავი იდეებზე, შუასაუკუნეების ბნელი პერიოდზე, შემდეგ აღორძინების ხანაზე, ადამიანის ბედისწერაზე, ღმერთის არსებობა-არარსებობის გადაუჭრელი დილემაზე, კანტისა და ჰეგელის, მარქსისა და დარვინის აზრებსა და ფროიდის ქვეცნობიერზე, ანუ საძაგელი ეგოისტური იმპულსზე.

წიგნის მისტიკური ნაწილი კი ასე გრძელდება: ფილოსოფიის კურსის გავლის დასასრულს, სოფი და მისი მასწავლებელი აღმოაჩენენ, რომ ისინი მხოლოდ გამოგონილი მოთხრობის გმირები არიან. მოთხრობის, რომელიც ჰილდე მოლერ კნაგს, მისმა მამამ, მაიორმა აჩუქა მეთხუთმეტე დაბადების დღის აღსანიშნავად და თავადვე დაწერა. სწორედ ამიტომ ჩნდებოდა არსაიდან სოფის სახლში უცნაური წერილები, რომელსაც მამა ჰილდეს უგზავნიდა. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ სოფი და ფილოსოფოსი გადაწყვეტენ გახდნენ რეალური სამყაროს ნაწილები და ჯადოსნური სარკის დახმარებით გადავლენ კიდეც ჰილდეს სამყაროში, თუმცა იქ მათ ვერც ვერავინ ხედავს, ვერც ხმას აგონებენ ვინმეს. გაჟღერდა ის აზრიც, რომ შეიძლება ჰილდე და მისი მამაც რომელიმე მოთხრობის გმირები იყვნენ და არც მათი სამყარო დაიკვეხნიდა რეალურობას.

მეგზური

წიგნის დასასრულს თითქოს მეც შემეპარა ეჭვი ჩემი სამყაროს რეალურად არსებობაში, თუმცა ამის გარდა ისედაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა, რომელზეც ჩვენამდეც ბევრს უფიქრია და ჩვენ შემდეგაც აუცილებლად ბევრი იტეხს თავს, სანამ სავარაუდო ჭეშმარიტებამდე არ მივა.

საბოლოო ჯამში, “სოფის სამყარო” მიეკუთვნება იმ წიგნთა სიას, რომელიც სასურველია წაკითხული  გქონდეს. როგორც ალბერტო კნოქსი იტყოდა –“რასაკვირველია, საკვები ყველასთვის აუცილებელია, ისევე, როგორც სიყვარული და მზრუნველობა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც ასევე სჭირდება ყველას: გაგება იმისა, თუ ვინ ვართ და რატომ ვარსებობთ.” სოფის სამყარო კი დაგეხმარებათ ცოტა წინ წაიწიოთ, კურდღლის ბეწვში თბილად მოკალათებულმა შეიშმუშნოთ და დაფიქრდეთ: ნეტავ რატომ ვარსებობ? ნეტავ რა იყო მანამ, სანამ სამყარო გაჩნდებოდა? საიდან გაჩნდა სამყარო? რა ძალები ამოძრავებს ბუნების კანონებს.დაგეხმარებათ უამრავი კითხვიდან რამდენიმეს მაინც გასცეთ პასუხი.

ჩემს მოკლე მოგზაურობას “სოფის სამყაროს” ფურცლებზე ერთი ციტატით დავასრულებ:“ის, ვინც ვერაფერს ამოიღებს სამი ათასი წლის მატიანიდან, მხოლოდ დღიდან დღემდე თუ არსებობს”– გოეთე.

4 Comments leave one →
  1. June 3, 2012 1:36 am

    სოფოოოოოოოოოოოო რა კარგი გამოსულა❤ აუცილებლად წავიკითხავ !

  2. August 7, 2012 12:41 pm

    ვაიმეეე:)** “სოფის სამყარო”:))***<3 ვგიჟდები ამ წიგნზე, საოცრებაა:)* ფილოსოფიაზეც ვგიჟდები:)) რამდენიმე პოსტიც მაქვს გამოქვეყნებული სოფის სამყაროს მიხედვიტ<3
    ბლოგი არაჩვეულებრივია:) ძალიან მომეწონა:)❤

  3. September 1, 2012 4:21 am

    ❤ მიყვარს ეს წიგნი მეც ცოტა ხნის წინ მოვჩი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ^^ ხო და მეც დამაინტერესა მართლა ვვარსებობ თუ არა მაგრამ მაინც დეკარტს დავეყრდნობი: "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ"

Trackbacks

  1. კვირა მეოთხე | რეპორტი « ლიბრარიუმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: