Skip to content

კვირა მესამე | რეპორტი

May 27, 2012

“წიგნების თაობის” წესებში ერთი ასეთი რაღაც წერია: კვირის ბოლოს ბლოგზე უნდა განთავსდეს გუნდის აქტივობის შემაჯამებელი ანგარიში   (რეპორტი).

სწორედ ამ პირობის დასაკმაყოფილებლად იწერება ეს პოსტი.

გუნდის სახელი: ლიბრარიუმი

გუნდის წევრები: მარიამ ხაბეიშვილი, სოფო ივანიშვილი, თათია ტურაშვილი.

გუნდის ფბ გვერდი: www.fb.com/librariumi (ლიბრარიუმი)

1. ჩვენს ჯადოსნურ თაროზე, თარო 9 ¾–ზე ახალი პოსტი დევს, უფრო სწორად წერილი, წერილი მაგიის მინისტრს. როგორც ჩანს მაგიის სამინისტროში ფოსტას არც ისე ხშირად ამოწმებენ, ამ ჩვენს ბუს ისევ პრობლემები შეექმნა ორიენტაციის ამბებში, ხშირად ემართება ხოლმე. მოკლედ, პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია.

2. ბლოგს ახალი განყოფილება დაემატა, წიგნის ფესტივალი.  ჯერ–ჯერობით მხოლოდ ერთი პოსტი დევს “ლიბრარიუმელი წიგნის ფესტივალზე”. ფესტივალი დამთავრდა, მაგრამ შეიძლება ერთი შემაჯამებელი პოსტის დაწერაც. ვნახოთ, იქნებ არც კი დაგვეზაროს და წლევანდელი ფესტივალის შემდეგ თაროს ნამატზე დავწეროთ ერთი–ორი სიტყვით.

3. ფესტივალის დროს, შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ გამომცემლობას: დავარიგეთ ფლაერები. (ამის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ  გვითხრეს აქტივობაშიც ჩაითვლებაო და ამიტომ ვწერ : ))

4. ლიბრარიუმის ფეისბუქის გვერდზე  “ლიბრარიუმის თამაშები” პირველად ჩავატარეთ. პოსტიც წერია ბლოგზე ამის შესახებ. (“ლიბრარიუმის თამაშები”)

5. ლიბრარიუმი Tumblr-ზეც გაჩნდა. ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით საკმაოდ ბევრ სურათს ვიღებთ და მცირე ანიმაციებსაც ვაკეთებთ ხოლმე. ვიფიქრეთ, ურიგო არ იქნება, თუ ეს ყველაფერი  Tumblr-ზეც განთავსდება. ნახეთ ჩვენი ლიბრარიუმი თამბლერზე.

სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. : )

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: