Skip to content

ლიბრარიუმელი წიგნის ფესტივალზე

May 26, 2012

მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისთვის | ბ.ს.გ.

წიგნის ფესტივალი დაიწყო. მაისის ეს ოთხდღიანი მონაკვეთი (24–27 მაისი) წლის ყველაზე მსუყე პერიოდია მათთვის, ვისაც წიგნები უყვარს და ფულის დაზოგვაც შეუძლია სპეციალურად ამ დღეებისთვის. აქ, როგორც წესი, ძალიან ბევრი წიგნია. იმდენად ბევრი, რომ მთელი დღე მათ ბოლომდე დასათვალიერებლად არც გეყოფა ადამიანს.

ფესტივალზე წინასწარ შედგენილი, აუცილებლად საყიდელი წიგნების სიით მივდივარ. ასე უფრო იოლად მოვახერხებ რამე ახალი წიგნის „არმოწონებას“ და მცირე სტუდენტური ბიუჯეტის გადამკიდე გულიც არ დამწყდება.

ლიბრარიუმელი წიგნების ფესტივალზე

09:00 – სახლიდან გავდივარ. ჯერ ლექცია მაქვს. ალბათ, ყველაზე გრძელი და მომაბეზრებელი ლექცია იქნება, რაც კი ოდესმე მქონია. ყოველთვის ასეა, როდესაც ლექციის მერე რამე საინტერესო ხდება.  დღეს ფესტივალია, წიგნის ფესტივალი. ლექცია ორ საათს გაგრძელდება, არა უშავს, გავძლებ. ნახევარი საათის გზაში დამჭირდება, ეგაც მალე გაივლის.

ლიბრარიუმელი სოფო წიგნის ფესტივალზე

ლიბრარიუმელი სოფო წიგნის ფესტივალზე

11:00 – ჰმ, სწორად ვივარაუდე. საერთოდ აპირებს ეს ლექცია დამთავრებას?! ცოტაც და დაუკითხავად ავდგები და გავალ. მე თუ მკითხავთ, ასეთ დღეებში სულაც არ უნდა ტარდებოდეს ლექციები.

ოჰ, მალე გადი, დროვ!

13:30  – საიდან უნდა შევიდე აქ? აი, აქედან. კი, კი ეს უნდა იყოს, ნაფეხურებიც დაუკრავთ, ადვილად რომ მიაგნოს წიგნომანთა არმიამ.

გეზი– მეთერთმეტე პავილიონი, რომელიც მთლიანად გამომცემლობების სექციებს და წიგნის მოყვარულებს უკავიათ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდით დავიწყე. „წიგნების თაობის“ მონაწილეებს ფლაერები უნდა დაგვერიგებინა. მე 40 ცალი მერგო. სანამ წიგნებს დავუყვებოდი და თაროს შევსებაზე ვიზრუნებდი, ამ 40 ფლაერიდან არცერთი არ უნდა დამრჩენოდა.

ცუგა, აიღე ბაკურ სუკალაურის გამომცემლობის ფასდაკლების ბარათი და გვეწვიე, შეიძინე ჩვენთან წიგნები.

14:00 – დავარიგებ და ვიყიდი, სულ ცოტაც, სად გამექცევიან ეს წიგნები. მაგრამ რა ვქნა რომ არ მითმენს გული.  “ბაკურ სუკალაურის გამომცემლობის ფასდაკლების ბარათი, აიღეთ და გვეწვიეთ, შეიძინეთ ჩვენთან წიგნები”– ეს სიტყვები უკვე ოცჯერ ვთქვი, ანუ, ოციც და წავალ. უკვე ათი, სულ რაღაც ხუთი. მორჩა.

უჰ, ამის მერე ყოველთვის გამოვართმევ ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს ფლაერებს.

15:00 – როგორ უნდა ავარჩიო ამდენი კარგი წიგნიდან რამოდენიმე. ვუყურებ სიას, შემდეგ იმ წიგნებს, რომლებიც, მისი დაწერისას არ გამითვალისწინებია. საბოლოოდ ჩემს სიაში მხოლოს ორ „პლუსს“ ვხედავ. დანარჩენს შემდეგი სამი დღისთვის დავიტოვებ.

მთავარია 27–მდე, ფასდაკლებებით ვისარგებლო, ცხელი ზაფხულის, ოქროსფერი შემოდგომისა და ცივი ზამთრისთვის საკითხავი მოვიმარაგო და ახალი სიით დავხვდე წიგნის ფესტივალიან მომავალ გაზაფხულს.

2 Comments leave one →
  1. Mariam Granger permalink*
    May 26, 2012 10:58 pm

    : )))) ცუგა❤
    სოფი❤ რამდენი ფლაერები დავარიგეთ :)))
    ამდენი წიგნი ერთად მგონი არასდროს მიყიდია…
    დღეს ძმები გრიმები და ლინდგრენიც კი ვიყიდე❤

Trackbacks

  1. კვირა მესამე | რეპორტი « ლიბრარიუმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: