Skip to content

წერილი მაგიის მინისტრს

May 23, 2012

არ მიწყენთ, იმედია, ბატონო მინისტრო, ცოტა შორიდან თუ დავიწყებ მოყოლას. რა დასამალია, სულ მეჩხუბებიან  ჩემი ამ თვისების გამო. ყველაფერს დიდი შესავლით იწყებო, მეუბნებიან, სანამ ბოლომდე გახვალ, გაბეზრდებიანო და აღარც მოგისმენენო, რავიცი, ვითომ ასეა?

ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი სამსახურიდან. წიგნების მაღაზიაში ვმუშაობ და მოგეხსენებათ ახლა რა დატვირთული დღეები გაქვს – მალე სკოლა იწყება და ბავშვებიც სასწავლო წლისთვის საჭირო წიგნებს ყიდულობენ. მეც ვცდილობ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე მაღაზიაში, დრო გალეონები ღირს, მოგეხსენებათ.  ერთი აყალ–მაყალია მრუდე ქუჩაზე, ხომ გესმით, არა?!

სახლში მისულს ისე მშიოდა, ჰიპოგრიფსაც შევჭამდი.  ვივახშმე,  ბურბურახიც გადავკარი და სანამ დავიძინებდი, ცოტას წავიკითხავ–მეთქი, ვიფიქრე.  შეიძლება თქვათ, რა ეწიგნება, ისედაც მაღაზიით გადაღლილს, წავიდეს დაიძინოსო, მაგრამ არა მგონია, ვიღაც მაგლი ხომ არ ხართ  არ იცოდეთ, რომ არ არსებობს დრო,  რომელიც შეიძლება წიგნის არ იყოს. ეგაც არა, ეს უწყინარი საღამო რომ არ ყოფილიყო, ბრწყინვალე იდეა, რომლის გამოც არ წერილს გწერთ, ხომ არ აინთებოდა ჩემს გონებაში?!

არ გეგონოთ რამე მაგლურ საკითხავს ვგულისხმობდე, ჰარიზე გესაუბრებით, ჩვენს ჰარიზე, ჰარი პოტერზე.  ბიჭი პრივატ დრაივის 4 ნომრიდან, ნაიარევით შუბლზე, ხომ გახსოვთ?!  სწორედ მას ვგულისხმობ. არ დამიჯერებთ და უკვე თვლაც კი ამერია მერამდენედ ვკითხულობ, ბოლოს მერვე ჯერი მახსოვს. მაშინ შვებულება მქონდა და ყოველ საღამოს გოგრის წვენითა და ამ წიგნის ჯადოქრობებით ვტკბებოდი. კარგი დრო იყო,  მაგლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ამ წიგნის შესახებ.

იმ მომენტზე, ჰარის სახელი ყველასგან გასაოცრად ცეცხლოვან თასში რომ აღმოჩნდება, ყველაზე დიდხანს გავჩერდი. როგორ არ ვცადე დამევიწყებინდა ბარტი კრაუჩ უმცროსი, რომელიც მრისხანეთვალა მუდის თავს დაესხა და სკივრში გამოამწყვდია, თავად კი მრავალწვნიანი ნაყენის დახმარებით   ალასტორად ასაღებდა თავს. მინდოდა ისიც ამომეგდო თავიდან, რომ სწორედ მან ჩააგდო ჰარის სახელი ცეცხლოვან თავში. ასე ახლიდან დამჭირდებოდა ფიქრი, დამეთანხმებით, ასე სულ სხვა ხიბლი ექნებოდა, არა?!

ჰოდა, სწორედ ამ დროს, მერლინის წვერს ვფიცავ,  ლუმოს და ჩემს გონებაში ის იდეა აინთო, რომლის გამოც ჩემმა ბუმ  ოთხი ქალაქისა და შვიდი, საკმაოდ მოზრდილი, სოფლის  ცა უნდა გადმოიფრინოს.

რა მოხდება, ყოველ გაყიდულ „სიკვდილის საჩუქრებს“ მეხსიერების შელოცვა რომ მოყვებოდეს და მკითხველებს უკანასკნელი სიტყვის წაკითხვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ავიწყებდეს  წიგნში ამოკითხულ თითოეულ  ამბავს. მარტივი შელოცვა – ობლივიატე, სულ იოლად მოაგვარებს ამ პრობლემას, არა?! შეიძლება სპეციალური განყოფილებაც შეიქმნას სამინისტროში. ბევრი გამოვკითხე მრუდე ქუჩაზე, რას იტყვით ასე და ასე რომ მოხდეს–მეთქი, დიდებული იდეააო, ყველამ მითხრა.

თუ საჭირო გახდება „დილის მისანშიც“ გამოვაქვეყნებ განცხადებას, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს ამ იდეის შესახებ. ამ გახსენებაზე, თქვენი ბოლო ინტერვიუ ქვიდიჩის ჩემპიონატთან დაკავშირებით შეუდარებელი იყო, საკადრისი ადგილი მიუჩინეთ იმ სქვიბ ბულგარელ მსაჟს.

იფიქრეთ ჩემს იდეაზე, ბატონო მინისტრო. თუ დათანხმდებით, ჩემი ბუ, რომელიც ახლა მწვანედ მყავს შეღებილი (ესაც ჩემი ერთ–ერთი ახირებაა), შეგიძლიათ სხვა ფრად, მაგალითად,  წითლად შეაფერადოთ. ასე თქვენს პასუხს ბუს დანახვისთანავე მივხვდები. თორემ, ასეთ მნიშვნელოვან წერილებს რომ ვხსნი ხოლმე ხელები სულ მიკანკალებს. ჩემი ცოლი რაღაც გულისამრევი ნაყენების დალევას მაძალებს, გიშველისო. ვერაფრით  გააგებინე,  რომ ემოციური ადამიანი ვარ, ამას არ ეშველება, მორჩა და გათავდა.

ველოდები თქვენს პასუხს,
პატივისცემით,

არტურ გრინსლი.

9 Comments leave one →
  1. Mariam Granger permalink*
    May 23, 2012 9:31 pm

    შენ ნამდვილად ჯადოქალი ხარ და გვიმალავ ! ! ! ❤ გადასარევია !

  2. Void permalink
    May 24, 2012 11:03 am

    “ვიღაც მაგლი ხომ არ ხართ”
    “იმ სქვიბ ბულგარელ მსაჟს”

    მალფოი! ნუ მაიმუნობ! სნობი.😀

  3. Di@ permalink
    May 24, 2012 9:47 pm

    აააწ❤

  4. May 25, 2012 12:06 am

    ჰოდა, სწორედ ამ დროს, მერლინის წვერს ვფიცავ, ლუმოს და ჩემს გონებაში ის იდეა აინთო, რომლის გამოც ჩემმა ბუმ ოთხი ქალაქისა და შვიდი, საკმაოდ მოზრდილი, სოფლის ცა უნდა გადმოიფრინოს. << კააარგია ^___^

  5. Tamari permalink
    May 25, 2012 12:52 am

    ra kargi da saintereso iyo es ra iyo !❤

  6. May 26, 2012 3:23 pm

    ძალინ მაგრად დაწერილი პოსტია!🙂
    ვისიამოვნე. იდეა მეც მომწონს და პასუხი გაგვაგებინე მერე :))

  7. ...Eto... permalink
    June 10, 2012 12:44 am

    მომეწონა ძაან ლამაზად დაწერილი პოსტი იყო. თუ დაგთანხმდება ბატონი მინისტრი მეც გამაგებინე პირველი გამოვვარდები ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია იგივე, უფრო სწორად ის რო ახლა ჰარი პოტერი წაკითხული არ მქონდეს და ახლა ვიწყებდე მეთქი.

  8. June 24, 2012 12:12 am

    awwwwwwww რა მაგარი პოსტია… წერილი. ❤ მეც მინდა ეგეთი "სიკვდილის საჩუქრების" წიგნი. ობლივიატეს შელოცვით..

Trackbacks

  1. კვირა მესამე | რეპორტი « ლიბრარიუმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: