Skip to content

ჰარი პოტერი – როგორ შევიყვაროთ კითხვა

May 20, 2012

ჰარი პოტერი – ამ სახელის გაგონებაზე ყველა  მაგლი (არაჯადოქარი) ერთსა და იმავე , თავგაბეზრებულ,     „აუ კაი რა“  გამომეტყველებას  იღებს.  ძნელია მათი დარწმუნება , რომ როულინგის ეს ბესტსელერი ნამდვილად არის ლიტერატურული ღირებულების მქონე  წიგნი: საგრძნლობლად ამდიდრებს ლექსიკას , ხვეწს იუმორის გრძნობას და რაც მთავარია, მისწრებაა მათთვის, ვისაც  კითხვა ჯერ არ შეჰყვარებია.

   თუ ქვეშმიწერით გამრავლებაში არ ვცდები, ჰარი პოტერი ქართულ ენაზე 3620 გვერდს მოიცავს, და ალბათ ხვდებით რამდენად რთულია მოკლედ აღვწერო ის ჯადოსნური სამყარო , სადაც 10 წელი გავატარე(თ).
ჰარი ჯეიმს პოტერი 11 წლის, გაძვალტყავებული, შუაღამისფერქოჩრიანი, მწვანეთვალება და მრგვალსათვალიანი ბიჭია. ჯადოსნურ სპორტს, ქვიდიჩს, ყველაზე კარგად თამაშობს და სკოლის ყველა წესი აქვს დარღვეული. ცნობილია ფათერაკებისგან თავის დაღწევის საოცარი უნარით. მთელი  3620 გვერდის განმავლობაში, მისი მეგობრები – რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი გვერდიდან არ სცილდებიან. მაგრამ მხოლოდ ესენი არ არიან მთავარი პერსონაჟები  – არანაკლებ მთავარია ლორდი ვოლდემორი (ვაჟიშვილობაში – ტომ რიდლი J ) , ყველაზე განსწავლული  და ჭკვიანი  ჯადოქართა სამყაროში, და სევერუს სნეიპი, რომელიც წიგნის ბოლო გვერდებამდე მკითხველისთვის რიგითი უარყოფითი პერსონაჟია, უიღბლო პირადი ცხოვრებითა და კომპლექსებით. ჩემი აზრით, სწორედ მისი დამსახურებაა , რომ ჰარი პოტერი „დიდების წიგნიც“ ისევეა, როგორც საბავშვო.

წიგნის მორალი, ერთი შეხედვით უკვე მრავალჯერ ნათქვამი და გაცვეთილია :  სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში, ბოლოს სიკეთე გაიმარჯვებს, თუმცა იმდენი საყვარელი პერსონაჟის სიცოცხლის ფასად, რომ პიროსსაც შეშურდებოდა, მაგრამ აქ ზღაპრებისგან განსხვავებით, ისე ხდება, როგორც რეალურ ცხოვრებაში – ჰარიში არის ძლიერი ნაწილი ვოლდემორისა, ამიტომ ამ ორს, ერთმანეთის ყველაზე უკეთ ესმით. ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ჰარის უწევს პირისპირ შეხვდეს სიკვდილს, რათა საკუთარ თავში არსებული ბოროტების ნაწილიც მოსპოს..

Reading Harry Potter

Reading Harry Potter

თუ გინდა, რომ  გადაღლილი დღის მერე კარგად გაერთო, ღამე სასიამოვნოდ გაათენო, წიგნის კითხვა შეიყვარო , იმოგზაურო ჯადოსნური არსებებისა და  თავგადასავლების სამყაროში გადაშალე ჯადოსნური წიგნი და  პირობას გაძლევ , თვითონვე გაგიკვირდება წაკითხული გვერდების რაოდენობა.

10 Comments leave one →
  1. May 21, 2012 4:06 pm

    vaime rogor miyvars … ♥ hari wavaal kide wavikitxav su wakitxuli maq da tavidan vkitxulob ar vici me haristan ertad vcxovroob ♥♥

  2. May 21, 2012 6:39 pm

    ბოლოში, ის სათვალე რომ ჯონ ლენონისაა არაუშავს?! :))

    ახლა ვკითხულობ ჰარი პოტერს ინგლისურად და კიდევ ერთხელ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ ტავს, რომ იმ ეპოქაში დავიბადე, რომელშიც ეს უკვდავი წიგნი შეიქმნა..
    🙂

  3. May 22, 2012 9:01 am

    მშვენიერი პოსტია🙂
    ჰარი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია..

  4. თამარი permalink
    May 25, 2012 12:54 am

    !!!❤ მარიამ!!!! რამაგარი გოგოხარ კიარიცი! მიყვახრართ შენ და ჰარი! წავედი წავედი დავუბრუნდე ჩემს სიკვდილის საჩუქრებს, ორიგინალი სულ სხვა ყოფილა , ელისოსაც ვახარებ და ჩემს ჭიასაც..❤

  5. Mariam Granger permalink*
    June 4, 2012 10:50 pm

    თამაააააააააააააააააააააააარ❤❤❤

  6. ...Eto... permalink
    June 10, 2012 12:49 am

    გადავშალე, წავიკითხე, გავგიჟდი და გადავირიეეეეეე. კარგი პოსტია :p

    • Mariam Granger permalink*
      July 6, 2012 5:29 pm

      !!!! ძალიან მიხარია❤ ე.ი კიდევ ერთი ჯადოქარი შემოემატა ჩვენს რიგებს.

  7. Metthew_Lover permalink
    April 24, 2013 10:39 pm

    ძალიან საინტერესო და კარგი პოსტია❤ მოკლედ მომეწონა განსაკუთრებით შესავალი❤

  8. natali maisuradze (batuta) permalink
    June 26, 2013 11:45 pm

    ჩემიიი საყვარეელი წიგნიი❤! არ მესმიის იმ ადამიანების,ვინც სატანისტურს უწოდებს ამ გენიალურ ნაწარმოებს.რომ კითხოო ფანტასტიკა და ფენტეზი არ უყვაართ,მაგრამ ვამპირის დღიურებზე და თვაილაითზე აფანატებეეენ, არადააა ჰარი პოტერიი ფენტეზიაა და არა ფანტასტიკაა (ნუ შეიძლება ცოტა ფანტასტიკა ერიოს). ყველა არარეალური ნაწარმოები რაღაცაა სასარგებლოს გვასწავლის(უმეტესობა), რომელიც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგებაა, სწორეედ ამიტომ არის არარეალურიი, რომ თავისი სიტყვის გადმოცემაა, მწერაალს პირდაპირ არ შეუძლიაა და თავისი არარეალური ნაწარმოებით გვაგებინებს. ჩემი აზრით, ჰარი პოტერი ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდებით, თუ კარგად წავიკითხავთ და არა ისე,როგორც ბავშვური ზღაპარი❤! ის გვასწავლის სიყვარულს, მეგობრობას, თავგანწირვაას და კიდევ უამრავ რამეს.:))მეთვითოონ მღვდელმა მითხრა არაფერი სატანისტური არ არისოო, პირიქიით ამ წიგნში დევს თავგანწირვა, სიყვარული, მეგობრობა და კიდევ უამრავი მაგარი რაამე :დ რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიაა აღიარებს ჰარი პოტეერს,რომელსაც მე ძალიან დიდს პატივს ვცემოო, ასე რომ :))
    პ.ს. მე რომ მაგლებთან ჰარი პოტერს ვახსენებ, თეთრხალათიანები გელოდებიანო მეუბნებიან -_-

Trackbacks

  1. კვირა მეორე | რეპორტი «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: