ლიბრარიუმის ფოტოსესია
ჩვენს ჰედერზე უკვე შენიშნავდით სახეზე წიგნებაფარებულ გოგონებს. წიგნებს უკან ჩვენს ვართ – ბლოგის ავტორები. ეს, როგორც აღმოჩნდა, უცნაური ფოტოსესია თსუ–ს პირველი კორპუსის ეზოში გავმართეთ. ვფიქრობ, წიგნები ლამაზად გამოიყურებიან, არა?!
ამ ფოტოებს ჩვენებური ახსნაც მოვუძებნეთ: წიგნებს რომ ვკითხულობთ ხოლმე, თავით–ფეხებამდე შიგნით ვცვივდებით, იქ წაკითხული აზრებით ვავსებთ ფიქრების ყოველდღიურ რაციონს. მგონი, სწორი სიმბოლური გამოხატულება ვუპოვეთ ამ პროცესს, არა?!
იფიქრეთ ამაზე. :დ
ბონუსად რამდენიმე ფოტო:
ბლოგის ერთ–ერთი ავტორი ერიკ–ემანუელ შმიტის განსაკუთრებულ სიყვარულს იბრალებს და რეცენზიის დაწერასაც გეგმავს მის რომელიმე წიგნზე. (ერიკ–ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება)
“შიმშილის თამაშების” სიყვარული დიდი ვერაფერი ახალი ამბავია, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ ლიბრარიუმელების ერთ–ერთი უფავორიტესი წიგნია.
ლიბრარიუმელები ჯიუტად ვფიქრობთ, რომ დათო ტურაშვილის წიგნებს პიარი არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით “ამერიკული ზღაპრების” ახლიდან მოყოლას.
~ვფიქრობ, დარჩენილი სურათები პოსტებისა და ბლოგის გასაფორმებლად არც ისე ურიგო იქნება, არა?!
კარგები ხართ ბავშვებო 🙂
ჩემი ფავორიტი გუნდი ამ კონკურსში 🙂
უჰ, მადლობა. : )