Skip to content

მარტენ პაჟი – “როგორ გავხდი იდიოტი”

May 13, 2012
მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი

მარტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი

არსებობენ (!) წიგნები, რომლებიც დამოუკიდებლად უნდა იპოვო. ყოველგვარი „ლიტერატურაში ჩახედული“ ტიპების რჩევების გარეშე. ასე, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში, მაგალითად, ნაყინზე უარი თქვა და კვირის ბოლოს დაგროვებული ფულის იმედად შეხვიდე წიგნების მაღაზიაში. სტუდენტობის ერთგვარი ხიბლია.

ბევრი წიგნი მიყიდია მსგავსი სცენარით.
ერთ–ერთია მარტენ პაჟის სუპერ ჭკუის კოლოფური რომანი „როგორ გავხდი იდიოტი“. მთავარი პერსონაჟს ანტუანი ჰქვია და მას „ეჩვენება, რომ ძაღლის სისწრაფით ბერდება. შვიდი წლის ბავშვი ორმოცდაცხრა წლის გაცვეთილი მამაკაცივით გრძნობს თავს, თერთმეტისას – სამოცდაჩვიდმეტი წლის მოხუცის მსგავსად ყველა ილუზია ემსხვრევა. ოცდახუთი წლისა კი, მშვიდი ცხოვრების მოპოვების იმედით, იდიოტად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს.“ ანტუანს არ ჰყავს ბევრი მეგობარი, ზიზღნარევ უნდობლობას გრძნობს ბრბოს ერთსულოვნების მიმართ და თავისი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა უცხოს ხდის საკუთარ ქვეყნაში. ამიტომ, მოუნდება, რომ აღარ იყოს სხვებისგან გამორჩეული. ისე შეეძლოს სხვებში საკუთარი თავის დანახვა, როგორც სარკეში.
ავტორი სწორედ ამ უჩვეულო ექსპერიმენტის ამბავს ყვება.
ანტუანი პირად „ოდისეას“ 19 ივლისს იწყებს.
გეგმა „ა“– ალკოჰოლიკად ქცევა.
ანტუანი გალოთებას გადაწყვეტს. ფიქრობს, რომ ინტელექტისაგან განსხვავებით ეს უფრო ნაცნობი პრობლემაა საზოგადოებისა და მისი მეგობრებისთვის. დახმარების სურვილიც მეტს ექნება. წიგნის ეს ნაწილი ყველაზე სუსტია, ჩემი აზრით.
გეგმა „ა“ წარუმატებლად ჩაივლის. ანტუანი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამოყოფს თავს.
გეგმა „ბ“ – თვითმკვლელთა საზოგადოება.
თვითმკვლელთა საზოგადოებაში სტუმრობით ანტუანის თავგადასავლის ჩემი ფავორიტი მონაკვეთი იწყება. ამ კლუბს სულ ოცდაათამდე წევრი ჰყავს.  პრობლემები განსხვავებული აქვთ, მიზანი ერთი – თვითმკვლელობა. ასე სურთ სენტიმენტალური სიმსივნეების, სასიყვარულო ლეიკემიებისა და მათ ყოველდღიურობას მოდებული სოციალური მეტასტაზებისგან განკურნება. ანტუანს ბოლოს შეეშინდება და სიკვდილის სურვილსაც კარგავს.
გეგმა „ც“– როგორ გავხდი იდიოტი

– ცხოვრება მაშინ გამიადვილდება, როდესაც იდიოტი გავხდები.
– ეგ იდიოტიზმია.
– ესე იგი, სწორ გზას ვადგავარ.

წიგნის მთავარი ნაწილიც სწორედ აქ იწყება. ანტუანი გადაწყვეტს, მაგიური წითელი აბები მიიღოს, რომლებიც მას საკუთარი გონებისგან დაიცავენ. დაიწყებს მაკდონალდსში სიარულს და ავტომობილის ბოლო მოდელებზე ოცნებას. ყოველ საღამოს უყურებს დღის ამბებს და სჯერა პოლიტიკის. ანტუანი ხარბად დაეწაფება „საზოგადოებრივ აზრს“ . ამ მომენტიდან ანტუანის კაპიტალისტური, გახამებულპერანგიანი და საკრედიტობარათიანი ცხოვრება იწყება, რომელიც სუპერ იდიოტურ დასასრულამდე მიიყვანს მკითხველს.

რამდენჯერმე მიფიქრია, როდის იყო ანტუანი იდიოტი?! დასაწყისში, როდესაც საკუთარი თავის განადგურებას გადაწყვეტს, თუ ბოლოს,  როდესაც თანამედროვე სამყაროში მიღებულ ცხოვრებას დაიწყებს. ან იქნებ პირველი სიტყვიდან დასასრულამდე იდიოტი იყო?!

ბონუსი:

ზედაპირული და შეზღუდული ადამიანები, თავდაჯერებულები და თავგამოდებულები, ყველაფერში ერთ ჭეშმარიტებას ეძებენ;
მათ სურთ, შეიცნონ ცხოვრების არსი, ოჰოო, და გაზომონ უსასრულობა, ეჰეე!
მუჭით იღებენ ქვიშას, პა–წი–ა მუჭით და ეუბნებიან ოკეანეს:
„მინდა, დავთვალო აურაცხელი ქვიშა შენს ნაპირებზე!“
მაგრამ ქვიშის მარცვლები თითებშუა მისრიალებენ, იფანტებიან და თვლა უსასრულოდ ხანგრძლივი ხდება.
ჰოდა, ისინიც ფეხების ბაკუნს იწყებენ და ტირიან, ტი–რი–ან!
იცი, რა უნდა აკეთო ნაპირზე?
ან მუხლებზე უნდა დაეცე, ან ი–სე–ირ–ნო…
მიდით, ისეირნეთ! ისეირნეთ!

ეს ჭკუისკოლოფური რომანი აუცილებლად იმსახურებს ერთი საღამოს დათმობას.

11 Comments leave one →
  1. May 13, 2012 11:52 pm

    ახლახანს წავიკითხე… : )) და სიმართლე გითრა, მეც სწორედ მაგ კითხვებმა შემაწუხა… : )) მართლაც ,,იმსახურებს ერთი საღამოს დათმობას” : ))

  2. Mariam Granger permalink*
    May 14, 2012 1:12 am

    სტუდენტობის ხიბლი❤ :))
    თათია , ცხოვრება მაშინ გამიადვილდება, როდესაც იდიოტი გავხდები?
    თუ კი მზად ვარ :)))

  3. Niania Abuladze permalink
    May 14, 2012 11:48 am

    სულ მაინტერესებდა ამ წიგნის შესახებ რამე წამეკითხა, რომ მისი შინარსით დავინტერესებულიყავი🙂 ამ პოსტის ავტორს მადლობა იმისთვის, რომ ნიანია წიგნის შიგთავსით დაინტერესე😉

  4. Tamar permalink
    May 14, 2012 2:33 pm

    საინტერესო ექსპერიმენტია! ნამდვილად ღირს წაკითხვა!🙂

  5. May 14, 2012 5:38 pm

    gacilebit ufro sainteresoa, vidre aghwerili gaqvs.
    me aghmafrtovana. imdeni rame sheidzleba dainaxo, rom .. .. genialuri wignia.
    sacari cinizmi dayveba yvela gverds, mainc ramdenad tbili wasakitxia.
    ratomghac, ar aghiqvamen am wigns seriozulad, rom moculobit mcirea da “99 frankivit” “originaluri” (anu sibilwita da ucenzurobit savse) ar aris. “99 frankma” 50 wignshi misi adgili daikava. me ase vfiqrob.

    • May 14, 2012 5:56 pm

      სიმართლე რომ გითხრა, თავადაც მქონდა დანაკლისის გრძნობა, როდესაც ვწერდი. : )) რთულია ანტუანის მთელი ფილოსოფიების ჩატევა ერთ პოსტში, უფრო მეგობრებში, თავისუფლად სასაუბრო თემა მგონია. 99 ფრანკიც ასევე ძალიან მომწონს, მაგრამ არ შევადარებდი ამ ორ წიგნს.
      მადლობა კომენტარისთვის. : )

      • May 14, 2012 7:22 pm

        wakitxuli rom ar mqonoda, damijere arc vaxsenebdi, ar mchvevia.
        vfiqrob orive wignis motivi ertia, modernizmit gajerebulia orive matgani. tavistavad, orive sainteresoa, magram mainc antuani sjobs❤
        madlobistvis .. ar iyo sachiro : )

  6. QETI permalink
    May 14, 2012 9:45 pm

    ანტუანის პრობლემა ბევრს აწუხებს, თუცა შეიძლება არა ისე რთულ ფორმებში როგორც გმირს, კარგი წიგნია, კარგი იუმორით დაწერილი. წერის სტილიც კარგია, თუმცა ძალაინ სუსტი დასასრული აქვს🙂

  7. May 15, 2012 2:10 am

    ძალიან მაგარი წიგნი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებებით სრულ იდიოტიზმამდე :დ

  8. gega permalink
    September 25, 2013 1:41 pm

    საინტერესოაა :)))))))

Trackbacks

  1. კვირა პირველი | რეპორტი «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: