Skip to content

ბლოგის ავტორებზე

May 6, 2012

ბლოგზე სამნი ვწერთ. მსგავსებები ჩვენ შორის იმდენად ბევრია,  თავადაც გვიკვირს, ერთმანეთი რომ არ ვართ. თუმცა მსგავსებებზე საინტერესო ალბათ განსხვავებებია:
მაგალითად,

მარიამ ხაბეიშვილი.
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. I კურსი.

მარიამს (Mariam Granger) კლასიკური    მუსიკა უყვარს. შეუძლია გააცდინოს  ნებისმიერი ლექცია საყვარელი  სპექტაკლის გამო. თავად ამბობს, რომ ჰერმიონ გრეინჯერის ოროსანი ტყუპისცალია. არ უყვარს მზიანი ამინდი.  არის ცაცია და აპირებს შექმნას ცაციათა დაცვის საზოგადოება (ცდს), რათა გიტარა, მაუსი და სხვა მოწყობილობები უფრო მოსახერხებელი გახადოს თავისიანებისთვის. ხატავს. უყვარს ლიმონიანი ჩაი, მაკდონალდსი, ჰარი პოტერი და დოსტოევსკი. გატაცებულია სიტყვების ქირურგიით.  აინტერესებს ხელოვნების ფსიქოლოგია.

სოფო ივანიშვილი. თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. I კურსი.

სოფო  (Sophie Livingston) ვირტუალურად ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობს. საკუთარი ყვავილებიანი ბაღი აქვს და საღამოობით ჰემინგუეის წიგნებს კითხულობს ხოლმე. უყვარს მხატვრობა, ყველაზე მეტად იმპრესიონიზმი და ვან გოგი. ოცნებობს საკურას სეზონზე იაპონიაში მოხვედრაზე. უყვარს ცხოველები, მცენარეები და ყველაფერი რაც ბუნებასთან კავშირშია. ფიქრობს, რომ არასწორ დროს დაიბადა. სიამოვნებით იცხოვრება ჰიპების ეპოქაში: იყიდიდა ფურგუნს, მოხატავდა ნათელ ფერებში და მსოფლიოს მოივლიდა. სოფოს ყველაზე მეტად სეირნობა უყვარს, არასდროს ესწრება ლექციებს, როდესაც გარეთ კარგი ამინდია.

თათია ტურაშვილი. თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. I კურსი.

თათიას (Tatia Amundsen) ყველაზე მეტად ძილი და დიდი ბრიტანეთი უყვარს. გადაწყვეტილებას მომავალი პროფესიის შესახებ, როგორც მინიმუნ, ორ კვირაში ერთხელ ცვლის. უსმენს ინდი როკს/ფოლკს და უიმედოდაა შეყვარებული ჯულიან კასაბლანკასზე. მის ყველაზე ძვირადღირებულ ოცნებაში ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში და ფლობს საკონდიტროს ან ლიტერატურულ კაფეს, ხანდახან ორივეს ერთად.  „შიმშილის თამაშებში“ გულშემატკივრობს პიტას. უყვარს ერიკ–ემანუელ შმიტი. თითქმის ყოველთვის აცდენს ლექციებს, თუკი ფიქრობს, რომ ძილი არ ეყო.

4 Comments leave one →
  1. May 9, 2012 1:33 pm

    warmatebebi ♥

  2. May 13, 2012 8:52 pm

    სამივე გოგოს ვიცნობ და მომწონს ეს გუნდი . სამი უმშვენიერესი, შთამბეჭდავი , მომხიბვლელი და საინტერესო გოგო . სამივე არის რაღაცით განსხვავებული ტიპური გოგონებისგან . მაქვს თქვენი იმედი . :* :* :*

  3. May 15, 2012 2:16 am

    მარიამ❤❤❤ მარიამ მარიამ მარიააამ!!!

Trackbacks

  1. კვირა პირველი | რეპორტი «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: