Skip to content

თარო 9 ¾

ეს გვერდი ჰარის სამყაროს ეკუთვნის. საინტერესო სტუმრობები გვექნება ხოლმე.❤

ჰარი პოტერი – როგორ შევიყვაროთ კითხვა

 ჰარი პოტერი – ამ სახელის გაგონებაზე ყველა  მაგლი (არაჯადოქარი) ერთსა და იმავე , თავგაბეზრებულ,     „აუ კაი რა“  გამომეტყველებას  იღებს.  ძნელია მათი დარწმუნება , რომ როულინგის ეს ბესტსელერი ნამდვილად არის ლიტერატურული ღირებულების მქონე  წიგნი: საგრძნლობლად ამდიდრებს ლექსიკას , ხვეწს იუმორის გრძნობას და რაც მთავარია, მისწრებაა მათთვის, ვისაც  კითხვა ჯერ არ შეჰყვარებია.

თუ ქვეშმიწერით გამრავლებაში არ ვცდები, ჰარი პოტერი ქართულ ენაზე 3620 გვერდს მოიცავს, და ალბათ ხვდებით რამდენად მოკლედ უნდა აღვწერო ის ჯადოსნური სამყარო , სადაც 10 წელი გავატარე(თ). გააგრძელე კითხვა…

წერილი მაგიის მინისტრს

არ მიწყენთ, იმედია, ბატონო მინისტრო, ცოტა შორიდან თუ დავიწყებ მოყოლას. რა დასამალია, სულ მეჩხუბებიან  ჩემი ამ თვისების გამო. ყველაფერს დიდი შესავლით იწყებო, მეუბნებიან, სანამ ბოლომდე გახვალ, გაბეზრდებიანო და აღარც მოგისმენენო, რავიცი, ვითომ ასეა?

ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი სამსახურიდან. წიგნების მაღაზიაში ვმუშაობ და მოგეხსენებათ ახლა რა დატვირთული დღეები გაქვს – მალე სკოლა იწყება და ბავშვებიც სასწავლო წლისთვის საჭირო წიგნებს ყიდულობენ. მეც ვცდილობ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე მაღაზიაში, დრო გალეონები ღირს, მოგეხსენებათ.  ერთი აყალ–მაყალია მრუდე ქუჩაზე, ხომ გესმით, არა?!

სახლში მისულს ისე მშიოდა, ჰიპოგრიფსაც შევჭამდი.  ვივახშმე,  ბურბურახიც გადავკარი და სანამ დავიძინებდი, ცოტას წავიკითხავ–მეთქი, ვიფიქრე.  შეიძლება თქვათ, რა ეწიგნება, ისედაც მაღაზიით გადაღლილს, წავიდეს დაიძინოსო, მაგრამ არა მგონია, ვიღაც მაგლი ხომ არ ხართ  არ იცოდეთ, რომ არ არსებობს დრო,  რომელიც შეიძლება წიგნის არ იყოს. ეგაც არა, ეს უწყინარი საღამო რომ არ ყოფილიყო, ბრწყინვალე იდეა, რომლის გამოც არ წერილს გწერთ, ხომ არ აინთებოდა ჩემს გონებაში?! გააგრძელე კითხვა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: