Skip to content

მამაჩემი ატიკუს ფინჩი

September 22, 2013

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას პროექტი “ანოტაცია”. 
კვირა პირველი.
დავალება პირველი.

 

ბავშვობას ყოველთვის ზღაპრული ელფერი დაკრავს. მოგონებები ამ დროიდან თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია. ალბათ სწორედ ამიტომ წიგნები, რომლებშიც ავტორები თავიანთი ბავშვობის ისტორიებს ყვებიან, ყველაზე უკეთ ახერხებენ მკითხველისათვის ასაკის, დროისა და რეალობის შეგრძნების დაკარგვას. ისინი “გვათავსებენ საკუთარ ტყავში”, “გვთხოვნიან საკუთარ თვალებსა” და გონებას და მათთან ერთად, ნაბიჯ–ნაბიჯ გვასწავლიან, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უკეთესად. მიზანს თითოეული მათგანი განსხვავებული წარმატებით აღწევს.

 და ყველაზე უკეთ ეს ჯინ ლუიზა „ჭყიტა“ ფინჩს გამოსდის.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ გამოიცა 1960 წელს. ავტორს, ჰარპერ ლის, წიგნმა მალევე დიდი წარმატება მოუტანა: აქცია ერთ–ერთი  ბესტსელერის ავტორად, პულიცერის პრემიის მფლობელად და უამრავი მკითხველის საყვარელ მწერლად. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა . „ჯაფარას“ ხშირად შეხვდებით პოპ–კულტურაში, ფილმებსა თუ წიგნებში.

დიდი ხნის განმავლობაში მქონდა წიგნის წაკითხვის სურვილი, მაგრამ ქართულად არ მეგულებოდა, სანამ მისი აღმატებულება წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „არეტემ“ თავის სტენდზე სულ რამდენიმე დღის დაბეჭდილი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ არ დამახვედრა .

გამიხარდა და როგორ გამიხარდა. Read more…

ანოტაცია | წინასიტყვაობა

September 21, 2013

booksბლოგის მარჯვენა საიდბარს თუ დააკვირდებით, ახალ ბანერს შეამჩნევთ.

დიახ, ლიბრარიუმი ახლაც ლიტერატურასთან დაკავშირებული კონკურსის მონაწილეა და უახლოესი 5 კვირის განმავლობაში 5 სხვადასხვა წიგნის ანოტაციას შემოგთავაზებთ. 

იმ იმედით, რომ თუ არჩეული წიგნები უკვე წაკითხული არ გექნებათ, საკმარის მოტივაციას გაგიჩენთ მის წასაკითხად.

და რა თქმა უნდა, 

მადლობა სანტა ესპერანსას იდეისთვის, რომელიც ბლოგის გამოცოცხლების საფუძველი გახდა. 

კვირა მეექვსე | რეპორტი

June 18, 2012

“წიგნების თაობის” წესებში ერთი ასეთი რაღაც წერია: კვირის ბოლოს ბლოგზე უნდა განთავსდეს გუნდის აქტივობის შემაჯამებელი ანგარიში (რეპორტი).

სწორედ ამ პირობის დასაკმაყოფილებლად იწერება ეს პოსტი.

გუნდის სახელი: ლიბრარიუმი

გუნდის წევრები: მარიამ ხაბეიშვილი, სოფო ივანიშვილი, თათია ტურაშვილი.

გუნდის ფბ გვერდი: http://www.fb.com/librariumi (ლიბრარიუმი)

1. კვირის დასაწყისში ბლოგზე თვალის გადავლებამ დამარწმუნა, რომ პატარა მკითხველისთვის დიდი ვერაფერი გასართობი იქნება ჩვენთან სტუმრობა. ამიტომ, ბლოგზე დონალდ ბისეტის ერთ–ერთი ყველაზე სახალისო მოთხრობა ავტვირთე.
“როგორ გაჩნდა ზღვის ვარსკვლავი”.

2. იმისათვის, რომ რომელიმე წიგნის არსებობის შესახებ ალტერნატიულ მკითხველს გააგებინო, ბევრი ხერხი შეიძლება გამოიყენო. ლიბრარიუმმა ერთი ახალი საშუალება გამოიყენა. ჩვენს ბლოგზე რამდენიმე პერსონაჟის წერილი დავწერეთ. წერილები შეგიძლიათ ნახოთ ლინკებზე:
წერილი პიტა მელარკისგან
. (სიუზენ კოლინზი “შიმშილის თამაშები”)
წერილი პრიმროუზ ევერდინისგან
.(სიუზენ კოლინზი “შიმშილის თამაშები”)
წერილი ჟოზეფისგან. (ერიკ–ემანუელ შმიტი “ნოეს შვილი”)
წერილი ზარმაცი სპილო დეიზისგან პატარა მკითხველისთვის. (დონალდ ბისეტი “ყველაფერი ყირამალა”)
წერილი ანტუანისგან. (მარტენ პაჟი “როგორ გავხდი იდიოტი”)
წერილი ბილბო აბგელისგან. (ჯ.რ.რ. ტოლკინი “ჰობიტი”)

3. წერილი რა წერილია, თუ კონვერტში არ ჩადე და პირადად არ მიუტანე ადრესატს. კვირისა და კონკურსის ბოლო დღისთვის პერსონაჟების წერილები გავაფორმეთ, კონვერტებში ჩავაწყვეთ და დავურიგეთ მკითხველს ქუჩაში. პოსტი ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე “წერილი პერსონაჟისგან”. ასევე, ფოტოალბომი “წერილი პერსონაჟისგან”

წერილი პერსონაჟისგან

June 18, 2012

“წიგნების თაობის” ბოლო, მეექვსე კვირაში ფოსტალიონის ფუნქციები შევითავსეთ ლიბრარიუმის წევრებმა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რამდენიმე წიგნის პერსონაჟების წერილები დავარიგეთ ქალაქში. ამ წერილებში ისინი ყვებიან საკუთარ ამბებს და მკითხველს დარჩენილი ისტორიების გასაცნობად იწვევენ წიგნში.

წერილის ტექსტები შეგიძლიათ ნახოთ ლინკებზე:

წერილი პიტა მელარკისგან. (სიუზენ კოლინზი “შიმშილის თამაშები”)

წერილი პრიმროუზ ევერდინისგან.(სიუზენ კოლინზი “შიმშილის თამაშები”)

წერილი ჟოზეფისგან. (ერიკ–ემანუელ შმიტი “ნოეს შვილი”)

წერილი ზარმაცი სპილო დეიზისგან პატარა მკითხველისთვის. (დონალდ ბისეტი “ყველაფერი ყირამალა”)

წერილი ანტუანისგან. (მარტენ პაჟი “როგორ გავხდი იდიოტი”)

წერილი ბილბო აბგელისგან. (ჯ.რ.რ. ტოლკინი “ჰობიტი”) Read more…

პრიმროუზ ევერდინი

June 18, 2012

ყველა სავარაუდო პრობლემის მიუხედავად, იმედი მაინც მაქვს, რომ ეს წერილი შენამდე მოაღწევს.

პოსტაპოკალიფსური სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ–სახელმწიფოს, პანემს, კაპიტოლიუმი მართავს და თავისი სრული ძალაუფლების შესახსენებლად ყოველწლიურ „შიმშილის თამაშებს“ აწყობს, რომელშიც თითო რაიონიდან 2–2 თინეიჯერი მონაწილეობს.

მე პრიმროუზ ევერდინი ვარ, მეთორმეტე რაიონში ვცხოვრობ და შესაბამისად სითბო და საკვები ჩემი ოჯახის ყოველდღიური საფიქრალია. მამა ცოტა ხნის წინ გარდაგვეცვალა და ახლა გამუდმებით მიწევს იმის ატანა , რომ ჩემი უფროსი და, ქეთნისი, საკუთარი სიცოცხლის ფასად ნადირობს და ტყეში საკვებად ვარგის მცენარეებს აგროვებს.

ქეთნისი, ყველაზე მამაცი ადამიანია. მამის დანატოვარი მშვილდით, საოცარი სიზუსტით ნადირობს და ნანადირევს ბაზარში სხვადასხვა საქონელში ცვლის. ქეთნისს ყველა პატივს სცემს, შეიძლება ამის მიზეზი მისი შეკრული წარბები და სიდინჯეა. მის გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ დღეს არა… Read more…

ზარმაცი სპილო დეიზი

June 18, 2012

გამარჯობა, პატარა მკითხველო.

მე ძალიან ზარმაცი სპილო დეიზი ვარ.

შენ პირდაპირ ერთი წიგნიდან გესტუმრე. თავდაყირა ისტორიები თუ მოგისმენია?! დავიჯერო, არა?! მე თუ მკითხავ, არ შეიძლება მათი გამოტოვება. თანაც, მეც სწორედ მაგ ისტორიებიდან მოვდივარ.

ნუთუ არ გაინტერესებს, როგორ გადააჩვია მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა ძაღლი ბული კატების დევნას?! თანაც, სხვათა შორის, ამ საქმეში მისტერ კატანიანგი დაიხმარა. დიდი უცნაური არსებაა, სიმართლე რომ გითხრა.

არც მუდამ მუცელატკიებული ძროხა ანაბელის ისტორია გაინტერესებს?! არც ის გინდა იცოდე, ერთხელ უზარმაზარი გემი რომ გადაარჩინა და ვერცხლის მედალიც დაიმსახურა კაპიტნისაგან?! Read more…

ჟოზეფი

June 18, 2012

რთულია საკუთარ თავზე ისტორიის ახლიდან მოყოლა. ბევრი ალბათ უკვე მიცნობს კიდეც ერიკ–ემანუელ შმიტის „ნოეს შვილიდან“. ჰო, მე წიგნის პერსონაჟი ვარ და გადავწყვიტე, მკითხველისთვის წერილი მიმეწერა.

ჟოზეფ ბერნშტაინი მქვია და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი წარმომავლობა – ებრაელობა, უამრავ, არც თუ ისე იოლად მოსაგვარებელ, პრობლემას მიქმნის. იმედია რთული დასაჯერებელი არ იქნება, რომ 10 წლის ბიჭს რამე ღირებული შეიძლება ჰქონდეს მოსაყოლი.

ჩემი ამბები განსაკუთრებულად 1942 წლიდან გართულდა, როდესაც ტრამვაიში, რომლითაც მე და დედაჩემი ბრიუსელის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ მივდიოდით, სამხედროები ამოვიდნენ და რაღაც ისეთი გადაილაპარაკეს, რამაც დედა ძალიან შეაშინა. ამავე საუბარმა ჩემი მშობლები აიძულა გაქცეულიყვნენ. მე კი ერთ კეთილშობილ ოჯახში დამტოვეს. ფიქრობდნენ, რომ მალე მდგომარეობა გამოსწორდებოდა და ებრაელები აღარ ვიქნებოდით ადამიანები, რომელთაც ხვრეტდნენ და აპატიმრებდნენ იმ დროს. მე მიჩვეული ვიყავი, რომ დედაჩემი ყოველთვის ბრუნდებოდა, არც ახლა ვკარგავდი იმედს. Read more…